Срок работы пробной версии продукта истек. Через две недели этот сайт полностью прекратит свою работу. Вы можете купить полнофункциональную версию продукта на сайте www.1c-bitrix.ru. სერვისი
სერვისი
გაზ-ის სერვის ცენტრი
ხელმისაწვდომობა
კომფორტი
ხარისხი
ორიენტირება კლიენტზე

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ აუცილებელი სერვისი გარანტიით და გარანტიის შემდგომ პერიოდში.

გაზის ოფიციალური სერვის
ცენტრის უპირატესობა

მომსახურების სისწრაფე

თქვენი ავტომობილის გაუმართაობის მიზეზის სწრაფად აღმოსაფხვრელად გაზის სერვის ცენტრები აღჭურვილნი არიან თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური აღჭურვილობით. მთელი საგარანტიო რემონტების 95%-ზე მეტი სრულდება მიმართვის დღესვე.

ერთიანი ხარისხის სტანდარები

გაზის ქსელის ყველა კომპანია სისტემატიურად გადის ატესტაციას მწარმოებლის მოთხოვნების შესაბამისად, რაც აყალიბებს კლიენტების მომსახურების და სასერვისო სამუშაოების ჩატარების.

კვალიფიცირებული პერსონალი

გაზის სერვის ცენტრში მუშაობს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, რომელიც უმოკლეს ვადებში ადგენს გაუმართაობის მიზეზს და ატარებს სარემონტო სამუშაოებს.

სათადარიგო ნაწილები და მათი შეკვეთა

გაზის ოფიციალური დილერები გაზის მარკის ავტომობილის რემონტისა და მომსახურების დროს იყენებენ მხოლოდ ორიგინალ, სერთიფიცირებულ სათადარიგო ნაწილებს.

ხელმისაწვდომი ფასები

ნორმა-საათის დაბალი ღირებულება (საშუალოდ კონკურენტებზე 30%-ით დაბალი) და სათადარიგო ნაწილების დაბალი ღირებულება (ანალოგებზე 3-5-ჯერ დაბალი), ავტომობილის მფლობელობის ღირებულების მაქსიმალურად დაწევის საშუალებას იძლევა.

გაზის ავტომობილის გეგმიური ტექმომსახურების საერთო ხარჯი საშუალოდ 20%-ით დაბალია ევროპულ ანალოგებთან შედარებით.

მომსახურების სრული სპექტრი
უმსხვილესი ქსელი
ჩვენი სერვის ცენტრები წარმოადგენენ თანამედროვე და პროფესიონალურ მომსახურების ცენტრებს.
ყველა გადის გაზ-ის კორპორატიული სტანდარტებით გათვალისწინებულ აუცილებელ სერტიფიცირებას.
180
გაზ-ის 180 სერტიფიცირებული სერვის ცენტრი
69
რუსეთის და დსთ-ს 69 ქალაქში

ასორტიმენტის ფართო არჩევანი

ელექტრო მოწყობილობის დიაგნოსტიკა და რემონტი
გაზის სისტემის რემონტი
მამოძრავებელი ბორბლის კუთხეების რეგულირება
ტიუნინგი, „ლუქს“ ოფციების დაყენება
საზეინკლო სამუშაოები, ნებისმიერი სირთულის
სამღებრო სამუშაოები
კონდიციონერის დიაგნოსტიკა და რემონტი
საგარანტიო მომსახურება
ტექ. მომსახურება
სააგრეგატო რემოტი
საბურავების მონტაჟი

გარანტია გაზ-ის ავტომობილზე

სერვისის გარანტია მსოფლიო მწარმოებლების დონეზე

ხელსაყრელი სასერვისო
ხელშეკრულებები

ფიქსირებული ღირებულება და ხელსაყრელი ფასი

სასერვისო ხელშეკრულებებზე მუშაობის პროგრამის ფარგლებში, კლიენტებისთვის ხდება კომპლექსური მომსახურების ვარიანტების შეთავაზება, რომელიც განსხვავდება ერთჯერადი სარემონტო სამუშაოსგან ფიქსირებული და დაბალი ღირებულებით.